ფონდმა „სიცოცხლის ხე“ რუსთავში საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის რემონტი და კეთილმოწყობა უზრუნველყო

თბილისი, 15 დეკემებრი, 2016 – საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ქალაქ რუსთავში, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, რომლის საერთო ფართი 114 კვ.მ-ია გაარემონტა, ამასთან ბავშვთა სახლს საჩუქრად გადასცა ავეჯი, საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნები. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, ასევე მოეწყო საგანმანათლებლო სივრცე და სამკითხველო. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის, კეთილმოეწყო ეზო.

რუსათავის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ამჟამად 6-დან 18 წლამდე ასაკის 6 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს. ბენეფიციარებს, ბავშვთა სახლი 24-საათიან მომსახურებას უწევს, მომსახურებაში შედის კვებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე დასვენებაზე და სეზონურ ტანსაცმელზე ზრუნვა.

ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო”-ს, რომლის მიზანია ბავშვების ოჯახებში რეინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, საქართველოს ბანკის ფონდმა, ჯერ კიდევ 2009 წელს საჩუქრად გადასცა კეთილმოწყობილი და სრული ინვენტარით აღჭურვილი ბინა. 2009 წლიდან დღემდე სახლში 17 მზრუნველობამოკლებული ბავშვი გაიზარდა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge

###

„სიცოცხლის ხის“ ფონდის შესახებ

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორებ. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tree.ge

კომენტარი