უახლოეს დღეებში -20 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა -13, -14 გრადუსი დაფიქსირდეს.

ტემპერატურის მკვეთრად დაცემაა მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსიდან -20 გრადუსამდე იქნება, დედაქალაქში კი ტემპერატურა - 5, -6 გრადუსამდე დაეცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე კვლავინდებურად ფიქსირდება ლიპყინული და ნარჩუნდება საშიშროება. დღეს დილიდან კი, დღის ბოლომდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი. საღამოს საათებში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ხოლო ღამის საათებში - ძლიერი თოვა. 8 დეკემბრს თოვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი - ქარბუქი.

კომენტარი