"სხვა სამყაროდან მოსული, მომაჯადოვებელი წარმოდგენა ანსამბლ "ბასიანიაგან"

ამერიკული პრესა ქართული ფოლკლორული ანსამბლ "ბასიანის" ნიუ იორკში გამართული კონცერტის შესახებ წერს და მათ შემოქმედებას სხვა სამყაროდან მოსულ, მომაჯადოვებელი წარმოდგენად აფასებს.
გამოცემა წერს, რომ ქართული მუსიკა უნუკალურად არის აღიარებული მსოფლიოში.
ამერიკული მედია წერს, რომ მსმენელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული ნომრებით და მათ სცენიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
"თორმეტი კაცისგან შემდგარმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსმბლმა "ბასიანმა" უამრავი რთული ჰარმონია გააჟღერა. ქართული მუსიკა უნუკალურად არის აღიარებული მსოფლიოში.
წარმოდგენაზე, შთამბეჭდავი ნიუ იორკის სცენაზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოვებელი ჰანგების მოსმენა.
ანსამბლის რეპერტუარი იმდენად უცნაურად დახვეწილია, რომ ძველი მუსიკა უეცრად ახლდება.
ერთ-ერთი სიმღერა, რომელმაც მსმენელები ყველაზე მეტად მოხიბლა, ამერიკელი მომღერლების, ევა სალინასა და აურელია შრენკერის მიერ თავიანთ კლასიკურ ალბომში ჩაწერილი უძველესი ხალხური მელოდიის დიდ არანჟირებად შეაფასეს და კონცერტის ბოლოს, მაყურებლები ექსტაზიდან რომ გამოვიდნენ, ანსამბლს სცენიდან გასვლის საშუალება არ მისცეს და "ბისზე" სამჯერ შეასრულებინეს" , - წერს ამერიკული მედია.

კომენტარი