„თქვენი ქსელი ჯეოსელი ყველაზე ბანძი და უნამუსო კომპანია საქართველოში“ - მომხმარებლის პრეტენზიები...

სოციალურ ქსელებში, სერვისებისა და ამა თუ იმ კომპანიის მიმართ მომხმარებელთა უკმაყოფილება გაცილებით შესამჩნევი ხდება.

მარტივი ჭეშმარიტებაა: თუ ფულს იხდით, სრული უფლება გაქვთ გადახდილი თანხის შესაბამისი მომსახურებაც მიიღოთ.

ამიტომ, ამჯერად, კომპანია ჯეოსელის მიმართ, მომხმარებლის მიერ საჯაროდ გამოთქმული პრეტენზიების მცირე ნაწილს გაგაცნობთ. როგორც ჩანს, კომპანიას ძირითადად იმაზე საყვედურობენ რომ მომხმარებლებს დავალიანების შესახებ წინასწარ არ აფრთხილებენ.

ლიკა მარგველაშვილი: „ძალიან უკმაყოფილო ვარ ახლანდელი ჯეოსელით!!

31 ლარიან მინუსში გადამიყვანეთ და არც გამომიგზავნეთ გამაფრთხილებელი sms!!!!

25 ლარიანი პაკეტი ჩავრთე 22 სექტემბერს, დღეს გამითიშეთ, არც მესიჯი გამომიგზავნეთ, სანამ თქვენთან არ დავრეკე, თურმე 22 სექტემბერს ჩართვისას - 0,18ლ. მქონდა, არც მაშინ გამოგზავნეთ მესიჯი და კიდევ 6 ლარიან მინუსში გამიყვანეთ.

აქედან აზრი გამიჩნდა, რომ ამას ჯეოსელი განგებ აკეთებს და მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში! თქვენც დაიწყეთ ფულის მითვისებები ასეთი უნამუსო ხერხით????“.

„დღეს 25 ლარით მინუსში გადამიყვანეთ. 2 წელი ამაზე მაქვს საუბარი, რომ ინტერნეტის მოწოდება უნდა შეწყდეს, როცა ბალანსზე 0 ლარი მაქვს, 2 წელი ზღაპრებს მიყვებით რომ ამ პრობლემაზე თქვენი პროგრამისტები მუშაობენ.

აქედან გავაკეთე დასკვნა, რომ კომპანია ჯეოსელს აწყობს აბონენტების თანხების მითვისება.

რამდენად კანონიერია ეს ქმედება? დილიდან დავტოვე ოპერატორთან შეტყობინება, ჯერაც არ დამიკავშირდით, ეტყობა უამრავი მსგავსი სიტუაცია გაქვთ განსახილველი“ - წერს დიანა დეკანოიძე.

„თქვენი ქსელი ჯეოსელი ყველაზე ბანძი და უნამუსო კომპანია საქართველოში!!! უბანძესი მატყუარები!!!! ვინც ხართ ჯეოსელის მომხმარებლები, გირჩევთ სასწრაფოდ შეიცვალოთ ოპერატორი, თორემ შუა ლაპარაკის დროს შეიძლება ნომერი გაგიყიდონ“, - მიიჩნევს ეკატერინე აბულაძე.

ჩვენ ვეცადეთ დავკავშირებოდით ჯეოსელის შესაბამის სამსახურს, რათა მომხმარებლის პრეტენზიები პირადად გადაგვემოწმებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს, ამ ეტაპზე შეუძლებელი გახდა. თუ კომპანიაში მოისურვებენ, მზად ვართ მათი განმარტებები მოვისმინოთ.

კომენტარი