რომის პაპი საქართველოშია - პრეზიდენტის, კათოლიკოს პატრიარქის და პირველი ლედის დახვედრა აეროპორტში

რომის პაპის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პაპი ფრანცისკე საქართველში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მას აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ერთად და კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ხვდებიან. პირველი ოფიციალური შეხვედრა კი პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

“ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოსთვის. ვატიკანი არის ჩვენი უაღრესად მტკიცე მხარდამჭერი საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით იმ საკითხში, რაც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ვიზიტი ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ურთიერთობების აღმავალ დინამიკას, ეს ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს როგორც ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ სახელმწიფოს როლსა და ადგილს, საერთაშორისო არენაზე. ეს არის უაღრესად კარგი საშუალება, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოვაჩინოთ საქართველო,“ - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო აეროპორტიდა იხ: http://rustavi2.com/ka/news/57810

კომენტარი