ლომინაძის ოპერაცია დასრულდა - ახალი ინფორმაცია მორაგბისა და მისი ცოლის ჯანმრთელობის შესახებ

"მეგობრებო, გიოს ოპერაცია დასრულდა. გაუკეთდა მარჯვენა ფეხზე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა გართულებების გარეშე. წინ აქვს კიდევ 1-2 ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი.
რაც შეეხება ნუცას მდგომარეობას მასაც აღმოაჩნდა ბაქტერია და მიმდინარეობს მძიმე ანტიბიოტიკური მკურნალობა. ტომოგრაფიაზე გამოჩნდა, რომ ფუძის ძვლის შეხორცხება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ხოლო პარალიზებულ მარცხენა მხარეს, (იგულისხმება ხელ-ფეხის მოძრაობა და მხედველობა) სჭირდება საკმაოდ ხანგრლივი რეაბილიტაცია, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, მაგრამ ეს უკვე იცით, რომ საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასე რომ ჩვენზე ბევრი რამ არის ეხლა დამოკიდებული, ნუციკო ფეხზე უნდა დავაყენოთ!!!" - წერს წყვილის მეგობარი.

კომენტარი