საგნობრივი ოლიმპიადები და კონკურსები გაიმართება

რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო ახორციელებს „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდება საგნობრივი ოლიმპიადა, (ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში), ლიტერატურული მარათონი, სახვითი ხელოვნების კონკურსი და დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსი მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.

ქვეპროგრამით დაგეგმილ კონკურსებსა და ოლიმპიადებს ჩაატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ევრო-2016“.

2016 წლის 13 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და განათლების დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა დაგეგმილი ღონისძიებების განხილვის მიზნით.

კომენტარი