სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია iPhone+ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 ათას ლარს და სიცრუის უარყოფას ითხოვს

კომპანია iPhone+ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 ათას ლარს და სიცრუის უარყოფას ითხოვს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, საქმე სასამართლოშია.

„ხვალ 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანსა და iPhone+ ს შორის, iPhone+ ითხოვს 50 000 ლარს მორალურ ზიანს ჟორჟოლიანისაგან და სიცრუის უარყოფას

მოგეხსენებათ 2015 წლის ბოლოს, ნანუკა ჟორჟოლიანმა ერთერთ კომპანიაში (აიტექნიკი) შეიძინა ბრაკი ტელეფონი, მისივე განცხადებით ტელეფონმა 2 დღეც ვერ იმუშავა და არ შეუცვალეს, ხოლო როგორც გაირკვა თურმე ნანუკა ჟორჟოლიანს კი გამოუგზავნია მძღოლი რომ ტელეფონი შეეძინათ iPhone+ ში, თუმცა მძღოლს არევია მაღაზია და უყიდია აიტექნიკში, ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი მივარდა აიტექნიკში და იქედან დასჩუქრებული გამობრუნდა და გაჩუმდა, ხოლო ჩვენთვის ბოდიშიც არ მოუხდია!

მისი განცხადება აიტაცა ნახევარმა თბილისმა, მაგრამ სამაგიეროდ მაღაზია რომ შეეშალა და iPhone+ ში კი არა აიტექნიკში რომ შეიძინა ტელეფონი ეგ აღარ თქვა რადგან სავარაუდოდ დაასაჩუქრეს და გააჩუმეს!“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100