ციხისძირიდან ბიძინას მიერ ხის (ა)მოგლეჯვის შემდეგ რამე თუ გამაკვირვებდა არ მეგონა, ვაღიარებ გულწრფელად

ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“ციხისძირიდან ბიძინას მიერ ხის (ა)მოგლეჯვის შემდეგ რამე თუ გამაკვირვებდა არ მეგონა, ვაღიარებ გულწრფელად”

ეხლა კი 2 ახალი ამბავი:

ამბავი 1:

ბიძინამ სოლოლაკის საკარმიდამოს თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიუერთა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მალულად (დღემდე)!

ტერიტორიის ახალი მესაკუთრე გახლავთ შპს ‘ფინსერვის xxi’. ამ შპს – ზე არის რეგისტრირებული დღეს არსებული ბიძინას ბიზნეს ცენტრი!

ამბავი 2:

შარშან წლის ბოლოს კრწანისი – შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში მოიჭრა 540 ხე და გაზსადენის მილის გადატანაში მერიამ 700 000 ლარი დახარჯა. აქ თითქოს არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა აფიორა!

დღეის მდგომარეობით ამ ტერიტორიაზე ( 29 ჰექტარი) ახალი გზა აღარ გავა. 22 აპრილს მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 8 დღეში დასრულდება ( 3 მაისი) და აუქციონზე გაიყიდება სწორედ ის ტერიტორია, რომელზე კრწანისი – შინდისის გზა უნდა გაშენებულიყო – ვინ იქნება მყიდველი ადვილად პროგნოზირებადია! ეს 29 ჰექტარიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პრაკტიკულად ესაზღვრება ბოტანიკური ბაღისთვის წართმეულ იმ 4 ჰექტარს!

მეგობრებო, ყველაფერს აქვს საზღვარი!

ის რასაც ნარმანია აკეთებს ამას ბიძინასადმი მონური მორჩილებაც აღარ ჰქვია!

დღეს ჩვენს ქალაქს ყველასი მხარდაჭერა სჭირდება! მისთვის ღირსების შენარჩუნება – ჩვენი ღირსების საკითხია! ეს ნებისმიერი ჩვენგანის საქმეა და აქ მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ სიმპათია/ანტიპათიებს:

ამ წუთიდან ჩვენ 2 კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს:

1. ივანიშვილმა დააბრუნოს თბილისის ბოტანიკური ბაღის მიტაცებული ტერიტორია.

2. დღის განმავლობაში ნარმანიამ გააკეთოს საჯარო განცხადება რის შეეგადაც იგი საზოგადოების წინაშე პირობას დადებს და გააუქმებს უკანონო გადაწყვეტილებებს!

დამატებით დეტალებს ხვალ/ზეგ გაცნობებთ ფბ და მედია საშუალებებით! მე პირადად არ ვაპირებ შევეგუო ამ თავხედურ და დამცინავ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ ამ საკითხის გარშემო მთელი თბილისი გაერთიანდება!

პ.ს.

ეხლა უკვე ადვილი გასაგებია თუ რატომ გაათავისუფლეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი-წერს ნიკა მელია.

კომენტარი