სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი“ მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ჩემის სახლი“ გაიხსნა. ექსპოზიცია სპეციალურად იტალიური საერთაშორისო არტ-პროექტისთვის - Vico Vitrri Arte შექმნილი მულტიმედიური პროექტის გაგრძელებაა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში პიზის პროვინციაში, XII საუკუნისუპიცინიგის კოშკში გამოიფინა. “ჩემი სახლი“ თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე მამია მალაზონიას, ირაკლი სუთიძის, მარიამ იზორიას, ალექსანდრე მიქაძის, გუგა კოტეტიშვილის, ლევანდადიანის, ბრის მატეის, გერჰარდ შაბელისა და ჰუსეინ ჰაქვერდის ნამუშევრებია წარმოდგენილი. პროექტის დასახელება - ”ჩემი სახლი” შემთხვევითი არ არის, რადგან მისი კონცეფცია მთლიანად ქვეყნის, მისი იდენტობისა და კულტურის დემონსტრირებაა. გამოფენა საერთაშორისო დამთვალიერებლისათვისიმ ღირებულებათა გაზიარებას გულისხმობს, რითიც საუკუნეების მანძილზე არსებობს და ვითარდება ქართული კულტურა. პროექტის ავტორი ხელოვნებათმცოდნე, თიბისი არტ გალერეის დირექტორი, ქეთევან კორძახიაა. იტალიაში, ტოსკანის რეგიონში საერთაშორისო არტ-პროექტი -Vico Vitri Arte უკვე 14 წელია ტარდება და მასში მთელი წლის განმავლობაში იტალიელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას უცხოელი არტისტებიიღებენ. ყოველწლიური Vico Vitri Arte საშობაოდ, დიდი სადღესასწაულო ღონისძიებით გვირგვინდება, წელს სწორედ ამ საზეიმო დახურვაზე ქართული პროექტი საგანგებოდ იყო მიწვეული. „ჩემი სახლი“ იტალიის შემდეგ, უკვე ქართველ დამთვალიერებელს თიბისი არტ გალერეაში 15 მაისამდე ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100