ავსტრალიაში ხანძრების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება - მოსახლოება სახლებს მასობრივად ტოვებს

ავსტრალიაში ხანძრების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსახლოება მასობრივად ტოვებს სახლებს - ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდე აღწევს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ადამიანები ზღვის სანაპიროებს აფარებენ თავს.

დედაქალაქში დაკვამლიანების საგანგაშო ნიშნულის გამო, დაიხურა მთავრობის დეპარტამენტის ოფისები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მართვას უზრუნველყოფდნენ.

პრემიერ მინისტრ, სკოტ მორისონის თქმით, ყველაზე მძიმე ვითარება იანვარსა და თებერვალში ელოდება ავსტრალიის მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აგვისტოდან დღემდე 25 მილიონ ჰექტარამდე ტყის მასივია დამწვარი, რასაც 20-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოყვა. ხანძრის შედეგად აგრეთვე დაიღუპა 480 მილიონი გარეული ცხოველი.

კომენტარი