სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რას წერს სკოლის ადმინისტრაცია გუდაურში გარდაცვლილ ბავშვზე

"მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის VII კლასის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს...", - ნათქვამია მეექვსე საავტორო სკოლის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილი უბედურ შემთხვევას გუდაურში გუშინ ემსხვერპლა. გოგონას 19 წლის ბიჭი დაეჯახა, რომელიც დიდი სიჩქარით სრიალებდა. ტატიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100