ISIS-სთან კავშირისთვის საქართველოში 4 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, 4 პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა საბძროლო მასალა, ასევე ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები. ამოღებულია მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები , კომპიუტერული მოწყობილობები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი სხვა პირების მხილებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

კომენტარი