11 წლის დედა და 29 წლის ბებია

რუსეთში 29 წლის ქალი ბებია გახდა. ნატალია კნიაზიკოვას ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ბებიის სტატუსი 14 წლის ქალიშვილმა მიანიჭა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვაჟი სახელად ნიკიტა გააჩინა.

ბავშვზე მეურვეობა 34 წლის ბაბუამ და 29 წლის ბებიამ აიღეს, ისინი პატარა ნიკიტას მოუვლიან მანამ სანამ ახალშობილის დედ-მამა სრულწლოვანები გახდებიან.

რაც შეეხება რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა დედას, ამ სტატუსის მფლობელი ბოლო ათი წლის განმავლობაში გახლავთ ვალია ისაევა, რომელმაც 11 წლის ასაკში იმშობიარა.

როგორც ცნობილია 11 წლის ვალია 17 წლის გასარბაიტერისგან, ხაბიბ პატახანოვისგან დაორსულდა, რომელიც გოგონას ბებიის სახლში ოთახს ქირაობდა.

პახატანოვის წინააღმდეგ მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ბიჭი პატიმრობას შვილზე პასუხისმგებლობის აღებით გადაურჩა. 2010 წელს კი, როდესაც ვალია 17 წლის გახდა საკუთარი შვილის დედაზეც იქორწინა.

თუმცა მათ ისტორიას ბედნიერი ფინალი არ ღირსებია. ხაბიბი ეჭვიანი იყო, ცოლს სცემდა, სახლიდან არ უშვებდა, რის გამოც გოგონა ქმარს გაშორდა. ახლა ის 21 წლის მარტოხელა დედაა და 10 წლის შვილი ჰყავს.

ცნობისთვის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დედა გახლავთ ლინა მედინა, რომელმაც 1939 წელს პერუში 5 წლის ასაკში გააჩინა შვილი. ეს შემთხვევა მედიცინიის ისტორიაში უნიკალურად ითვლება.

კომენტარი