სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Tale of us ანაკლიაში, სპეციალურად GEM fest-ისთვის

GEM fest-ის Line up-ში კიდევ ერთი ყველასთვის საყვარელი ცნობილი სახე გამოჩნდა, თუმცა ეს ალბათ აღარავის უკვირს, რადგან ფესტივალი წელს 100-ზე მეტ წარმატებულ შემსრულებელს 23 ქვეყნიდან ელოდება. ამის გათვალისწინებით, არ იქნება საფუძველს მოკლებული ვარაუდი, რომ წელს ანაკლიაში მუსიკის მოყვარულთა მართლაც უპრეცედენტო რაოდენობა მოიყრის თავს.

მთავარი სიახლე! წელს ანაკლიაში მელომანებს კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელის: მათ GEM fest-ზე Tale Of Us-ის ლაივის მოსმენის საშუალება მიეცემა. რომი, ბარსელონა, მადრიდი, მაიამი, მილანი - წარმატებული გამოსვლები და პრესტიჟული ჯილდოები, მილიონობით ფანი მსოფლიოში და უამრავი გულშემატკივარი... ამ ყველაფრის შემდეგ ანაკლია არარეალურად ჟღერს, არა? თუმცა რატომაც არა, ეს ხომ GEM fest-ია! ნამდვილი ვარსკვლავთცვენა 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე გასტანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100