თბილისში ნაწლაური ინფექციების ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არსებობს

ექიმი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში სამედიცინო საფრთხეებზე წერს. მის პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

პირველ რიგში სანამ ყველაფერს წაიკითხავდეთ, უნდა დაიმახსოვროთ, რომ არავითარ პანიკას, მხოლოდ და მხოლოდ დაავადებათა პრევენციას უნდა ქონდეს ადგილი. თბილისსში ნაწლაური ინფექციების ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არსებობს და თან საკმაოდ დიდი. ეს ხდება ყველა სტიქიური უბედურების შემდეგ. ტერიტორია მკვდარი ვირთხებით, ბაღლინჯოებით, რწყილებითა და სხვა მწერებით არის სავსე. მღნელები კი მრავალი ინფექციური დაავადების გადამტანები არიან: მაგალითად, ცოფი, ლეპტოსპიროზი, ლეიშმანიოზი და ა.შ... ასევე, მათი მკვდარი სხეულების გახრწნის შედეგად გამონთავისუფლდება უამრავი ბაქტერია, ტოქსინი,რამაც, შესაძლებელია, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ეფექტური მეთოდებით დაავადებათა კონტროლი. აქედანვეა საჭირო მზადება, ვინაიდან ეპიდემიის შეჩერება შემდეგ გაჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანთა სიცოცხლეზე და კოლოსალურ თანხებზე.

რაც შეეხება თბილისის მოსახლეობას, მათ ჩემგან ეს რეკომენდაციები:
1) მთავარი ინფექციის წყარო არის წყალი. ამიტომ გამოხდილი წყალი მიიღეთ უახლოესი ერთი თვე ან ბოთლებში დაბეჭდილი, რომელიც იყიდება მარკეტებში.
2) შეეცადეთ სოფლიდან, რეგიონებიდან მოწოდებული საკვები იყიდოთ, ნუ ენდობით მაინცდამაინც მაღაზიებს. იყიდეთ პოლიეთილენის პაკეტებით დაცული პროდუქცია :შაქარი, მარილი, ბრინჯი და ასე შემდეგ. (რადგან ყველა მაღაზიის საწყობი პირველ სართულზეა, სადაც წყალი სავარაუდოდ ჩვეულებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ტომრებში შეაღწევდა).
3)დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები ჭამამდე...
4)საკვები საჭირო და საკმარისი თერმოდამუშავების შემდეგ მიირთვით.
5) ფაღარათის, გულისრევის, ღებინების და სხვა მსგავსი ნიშნების არსებობისას მიმართეთ საავადმყოფოებს.
6)მოწამვლის ან ინფიცირების შემთხვევაში დაიმახსოვრეთ მაღაზია, სუპერმარკეტი, ან ის ნებისმიერი წყარო, სადაც შეძენილმა პროდუქტმა გამოიწვია თქვენი ჯანმთელობის გაუარესება და აცნობეთ ამის შესახებ პირველ რიგში კომპეტენტურ ორგანოებს, სასურველია ხალხსაც, რომ სხვებიც არ აღმოჩნდნენ თქვენს მდგომარეობაში.

გისურვებთ ჯანმთელობას, ღმერთმა დალოცოს საქართველო!

კომენტარი