„დღეს ყველა გულდამძიმებულები ვართ, მაგრამ ამავე დროს ამაყები“

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს გლოვის დღე გვაქვს. მთელი საქართველო შეძრულია 13 ივნისის ტრაგედიით, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები შეეწირნენ. სტიქიისგან მიყენებულ ზარალთან გამკვლავება ბევრად იოლი იქნებოდა, რომ არა ამდენი დაკარგული სიცოცხლე.

დღეს ყველა გულდამძიმებულები ვართ, მაგრამ ამავე დროს ამაყები. ტრაგედიამ ახალი გმირები დაბადა - მაშველები, პოლიციელები, მეხანძრეები,რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არა ერთი ადამიანი გადაარჩინეს და მოქალაქეები, უმეტესად ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რომლებმაც სოლიდარობის, ერთიანობის და გვერდში დგომის მაგალითი გვიჩვენეს.

სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მჯერა ამ განსაცდელსაც ერთად გადავიტანთ.“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი