სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახი კალაძის პასუხი ენერგეტიკის სამინისტოსთან შიმშილობის დაწყების მსურველ ქალბატონს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით, რომლის ავტორიც, 23 წლის მარტოხელა დედა სოფო სხირტლაძე ენერგეტიკის სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებით იმუქრებოდა დრონი.ჯი კახი კალაძეს გაესაუბრა.

„ენერგეტიკის სამინისტრო არაფერ შუაშია, თელასის თემაა და უკვე დარეგულირდა“ - განაცხადა მინისტრმა დრონი.ჯი-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სოფო სხირტლაძეს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის დაგვიანების გამო ჯარიმა დაეკისრა, რომლის გადახდის საშუალებაც ქალს არ აქვს.

„მიწასთან ვარ გასწორებული და ზემოდან კიდე მიწას მაყრით. არ ვაპირებ და არც მაქვს საშუალება რომ ეს თანხა გადავიხადო, გადავიხდი მხოლოდ იმ თანხას რაც მეკუთვნის და თუ შემიწყვეტთ ელ.ენერგიას, ვფიცავ ჩემს პატარა შვილს, დავიწყებ შიმშილობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან“ - წერდა სხირტლაძე პირად ფეისბუქ გვერდზე. მისი პოსტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://droni.ge/?m=9&AID=21209

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100