რუბრიკიდან: ერთი ლექსით თქმული სათქმელი

დაეცი, შენი ცა დაგნათის...

ნამიც ხომ იარებს გისველებს;

...სისხლიან მაჯაზე საათი

ჩურჩულებს, ჩურჩულებს ისევე.

განა ჩვენ გაქცევა გვჩვევია,-

გავარღვევთ, გავშლით და გავიტანთ,

კაპიტან, სიცოცხლე ჩვენია,

ჩვენია სამშობლო, კაპიტან!

ასეთი სიცოცხლე სად თქმულა,

ბრძოლაში ენთო და იწვოდა,

სიჩუმე ვით შესძლო ამ გულმა –

იმგვარი ხმაური იცოდა.

დაღამდა. ძნელია ატანა;

იტირო-ვარსკვლავნი გისმენენ.

დაღამდა. ისარი პატარა

ჩურჩულებს, ჩურჩულებს ისევე.

რა იყო, დღეს წამმა თითომა

იფეთქა და ხანძარს ვინ მოთვლის...

დღეს იგრძნო პაწია ლითონმაც

გენია სამშობლოს სიცოცხლის,

რომ ჟამი გმირობის დღისთანა

არ არის სხვა, ენით უთქმელი...

რომ ბევრი წუთები ითვალა

და არსად ასეთი წუთები;

რომ მარად, დღეა თუ ღამეა,

წამი წამს გაბმული არ იცდის,

რომ ერთი ძვირფასი წამია

სიკვდილი სამშობლო მხარისთვის.

ჩვენ განა გაქცევა გვჩვევია,

გავარღვევთ, გავშლით და გავიტანთ.

კაპიტან, სამშობლო ჩვენია,

ჩვენია სიცოცხლე, კაპიტან!

კომენტარი