რატომ გააუქმა საკუთარი ფეისბუქ პროფილი გოგა ხაჩიძემ?

პარლამენტარ გოგა ხაჩიძის ფეისბუქ გვერდი და მისი პოსტები ინტერნეტში ძალიან პოპულარული იყო, სწორედ ამიტომ მისი პირადი ფეისბუქ გვერდის გაქრობამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით დრონი.ჯი ხაჩიძეს დაუკავშირდა.

„არ გამიუქმებია ჩემი ფეისბუქ პროფილი, უბრალოდ გადავაკეთე გვერდად. გუშინ შევცვალე. მიზეზი ის გახლავთ, რომ ასე უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი“ - განაცხადა ხაჩიძემ დრონისთან საუბრისას.

ცნობისთვის გოგა ხაჩიძის გვერდს 26 ათასზე მეტი ლაიქი აქვს.

კომენტარი