სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავლაბარში მოკლული დაჩი დარჩიას ფეისბუქი გატეხეს

30 აგვისტოს მოკლული დაჩი დარჩიას ფეისბუქი და მეილი აღარ არსებობს...ის გაუქმებულია.

ერთი დღის წინ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დაჩის ფეისბუქ გვერდი ვეღარ იპოვეს და სცადეს მეილის საშუალებით აღედგინათ...

პასუხი „ფეისბუქ ადმინისტრაციისგან“ 24 საათში უნდა მოსულიყო, თუმცა მეილზე შესვლა ვეღარ მოხერხდა...პაროლი 3 საათის წინ იყო შეცვლილი. ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში აღშფოთებას გამოთქვამენ გარდაცვლილის ახლობელები და ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი და დიჯეი დაჩი დარჩია 30 აგვისტოს „სქაი ბართან“ მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ გრძელიშვილი სამართალდამცველებმა იმ დღესვე დააკავეს. სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ჭიანურდება.

29 იანვარს სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო, თან ისე, რომ ოჯახი არც კი გააფრთხილეს აღნიშნული ფაქტის შესახებ. მიზეზად მოსამართლის ავადმყოფობა დასახელდა. როდის განახლდება სასამართლო ამის შესახებ ოჯახის წევრებს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100