ვინ იყო ზემელი?

თბილისის ისტორიიდან
რუსთაველის გამზირისა და ვერის დაღმართის კუთხეს დღემდე „ზემელად” მოიხსენიებენ და, ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცის, თუ ვინ იყო ზემელი.

ევგენი ზემელი აფთიაქარი და ჰომეოპათიური აფთიაქის მფლობელი გახლდათ. აფთიაქი ოლგას ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში მდებარეობდა. არსებობს მცდარი ვერსია, რომ თითქოს ეს აფთიაქი მელიქ-აზარიანცის „შემოსავლიანი სახლის” პირველ სართულზე იყო განთავსებული. მეცხრამეტე საუკუნის თბილისში სააფთიაქო ბიზნესით ძირითადად გერმანელები იყვნენ დაკავებული: ევგენი ზემელი, ფერდინანდ ოტენი, ფლორა შენბერგი, ფრიც გლეზერი, ენგელბრეჰტ შენგარდი და სხვები. ზემელსა და ოტენს სამი აფთიაქი ეკუთვნოდათ, სულ კი 1912 წლისთვის თბილისში 23 აფთიაქი და 30 სააფთიაქო მაღაზია ფუნქციონირებდა. ცნობილი ფაქტია, რომ ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას მათ ხმამაღლა დაეძახათ: „ზემელის აფთიაქი!“ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზემელის აფთიაქი დაანგრიეს, თუმცა სახელი „ზემელი” ამ ადგილს დღემდე შემორჩა.

კომენტარი