0 გრადუსამდე დაცემული ტემპერატურა და 45 სმ თოვლის საფარი საქართველოში

გუდაურში თოვლის საფარმა 45 სანტიმეტრი, ხოლო ბაკურიანაში 3 სანტიმეტრი შეადგინა. დღეს დილით ასევე თოვდა თელავში, დედოფლისწყაროში, ბოლნისში, ფასანაურში.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი დღესაც შენარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით, ტემპერატურა 0 +5 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა +10 +15 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნალექი დღესაც შენარჩუნდება. საღამოს მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. ტემპერატურა ღამით 0 +2 გრადუსი იქნება.

კომენტარი