ქართველი ქალის ორი სტაბილური მდგომარეობა “დედა” და “ბოზი”

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქართველი მამაკაცების დიდი უმრავლესობისათვის სქესობრივი ცხოვრება სწორედ ბოზებიდან (პროსტიტუტკებიდან, ნაშებიდან და ზოგადად კომერციული სექსმუშაკებიდან) იწყება. შესაბამისად, ახალგაზრდა კაცის გონებაში სექსი ფიქსირდება როგორც რაღაც ცუდი, დამამცირებელი ის რაშიც ფულს იხდი და რაც ქვეცნობიერად არ უნდა აკადრო “წესიერ” ქალს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მეძავთან სექსი რეალურად თეატრალური დადგმაა, რადგანაც ჩვეულებრივი ქალი რეალურად ისე არასოდეს იქცევა, როგორც მეძავი კლიენტთან. ამგვარად, მამაკაცების დიდი ნაწილისთვის სამწუხაროდ სწორედ ეს ხდება ნორმა და შესაბამისად ნებისმიერი ქალისაგან იგივეს მოელის.

აქ იწყება ყველაზე საინტერესო: “კაი ქალი ხარ მარა აი ლოგინში არ ვარგიხარ… ჩემთან ბოზებიც კი ათავებენ და შენ რა დაგემართა… და ასე შემდეგ . ცხადია პირველი და მომდევნო სექსის დროს გამოუცდელი ქალი ვერ მოიქცევა ისე როგორც მეძავი. მისთვის ეს მდგომარეობა სტრესია, რადგანაც აქამდე ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა. იმის მაგივრად, რომ ჩატარდება ქალის ელემენტარული განათლება ამ საკითხზე ჩვენი მამრების უდიდეს უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალია დამნაშავე, ფრიგიდულია, ნევროზი აქვს, მორივით დევს და ასე შემდეგ… მეგობრებო – თუ არ ასწავლით ასეც დარჩება… აბა ქალიშვილი გინდოდათ ცოლად და ეს დედააფეთქებული სექსი სად უნდა ესწავლა?

ახლა რაც შეეხება დედას. რაღა დასამალია და გურულის ანეგდოტივით არ იყოს – სექსს რავა აკადრებს შვილების დედას. ბევრი ქართული წყვილისთვის მაგალითად ორალური სექსი ტაბუა… სხვა ტიპის სქესობრივ ურთიერთობებზე არაფერს ვამბობ, შესაბამისად მეუღლესთან სექსი მხოლოდ მოვალეობის მოხდაა. ის არ აღიქმება სექსუალური წყურვილის დაკმაყოფილების ობიექტად. მას როგორც წესი სახლში სვამენ ბავშვ(ებ)ის გასაზრდელად და თვითონ კი “ნაშებში” მიდიან, არადა სამწუხაროა. ჩვენი ქალები არაფრით ჩამოუვარდებიან ტემპერამენტით უკრაინელ ან თუნდაც რუს ქალებს. ადექვატური მოპყრობის შემთხვევაში შედეგი ძალიან კარგი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ მამაკაცებს უჭირთ მაგალითად მეუღლე აღიქვან ქალად. ქალად ამ სიტყვის ევროპული (ე.ი ნორმალური) გაგებით როდესაც ის დედაცაა და ლოგინში ცხადია ბოზიც.

ასე რომ, თუ წააწყდით იმას რაც ზემოთ აღვწერე – არ დაიბნეთ, პრობლემა თქვენში არაა,პრობლემა პარტნიორშია და იმაში რომ კომუნიკაცია არ ხდება.

კომენტარი