ბედნიერებას, როგორც სიყვარულს უნდა დანახვა, თუ არ გჯერათ, მაშინ წაიკითხეთ...

ნათქვამია, ქვეყნად ტკივილი რომ არ იყოს, ადამიანი, ალბათ, ენასაც არ ამოიდგამდაო; რომ ბედნიერებაცდა უბედურებაც ერთნაირად საჭიროა და ერთ ერთის არ არსებობის შემთხვევაში, მეორეც არ იქნებოდაო.

ალბათ ასეც არის… ყველა რომ გახარებული იყოს, ყველას რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, მაშინ ხომფასი აღარ ექნებოდა ბედნიერებას, თვითონ ამ სიტყვის ცნებაც აღარ იარსებებდა. ახლა კი, ტკივილი რომარსებობს, ტანჯვა რომ არსებობს, იმიტომ ჰქვია ბედნიერებას ბედნიერება, იმიტომ მიისწრაფის მთელიცხოვრება ადამიანი მის მოსაპოვებლად. ზოგი პოულობს მას, ზოგსაც ჰგონია რომ იპოვა, მაგრამ მერეხვდება, რომ ბედნიერება მხოლოდ მის ილუზიებში არსებობდა; ზოგიც მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამამაოდ.

ეს იმიტომ, რომ, ხშირად, იქ არ ვეძებთ ხოლმე მას, სადაც საჭიროა. ბედნიერება ადამიანისშინაგანი მდგომარეობაა, ადამიანის სულის ნეტარებაა, ამიტომ გარეთ ამაოდ ვეძებთ. მართალია მას გარეფაქტორებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ, მაგრამ მაინც სულიდან და გულიდან, ჩვენი შინაგანისამყაროდან მოდის. რამდენი ბრძნული გამონათქვამიც არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ბედნიერიცხოვრების ერთ, საერთო, უნივერსალურ „რეცეპტს“ მაინც ვერ მიაგნებს; იმიტომ, რომ თითოეულიადამიანი უნიკალურია თავისი ხედვით, ცხოვრებით და აზროვნებით; კარგი იქნებოდა ყველა ადამიანიყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ამქვეყნიური ცხოვრების “კანონებს”; რომ არ იყვნენუბედურნი, არ იქნებოდნენ ბედნიერნი. როგორც წესი, ერთი ადამიანის წარმატება, მეორესწარუმატებლობის ფონია. ასეთი „უსამართლოა“ წუთისოფელი და ვინ რომელ მხარეს აღმოჩნდება, როდისდა როგორ, ეს არავინ იცის..

რამდენი ტკივილი და სევდა ტრალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანისგულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ,ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთიდა იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეცამომავალია, ზოგის გული კი ისეთი გაყინულია, რომ მცხუნვარე მზის სითბოსაც ვერ გრძნობს.

ერთი დაიგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და ბედნიერებას ჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავსბედნიერების კარს, ცრემლების წვიმის ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს იმ მზეს, სხვას იმ წუთას რომ გულსუთბობს. არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე მისთვის, რა „საჩუქარს“ უმზადებს მომავალი. დღეს ღამე ცვლის, სიხარულს – მწუხარება, ცრემლს – ღიმილი.. და პირიქით. ერთი მეორის მსაზღვრელია. ამიტომ არის ერთნაირად საჭირო ორივეს არსებობა.

იმედია მხოლოდ ჩვენი ერთგული მეგობარი, რომელიც სიბნელეშიც არ გვტოვებს მარტო; მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად კვდება ბოლოს. „ჰოი,სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ასეთია ჩვენიცხოვრება. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, ტანჯვის მერე მოულოდნელი სიხარული და – პირიქით; ეს აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: ”გამუდმებული მზიანი დღეებიუდაბნოს ქმნიანო” და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს,ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი ამაღლება და დაცემა – აი ჩვენი ცხოვრების რეალური სახე.ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, აზრს დაკარგავდა ჩვენი სიცოცხლე, მაშინ, ალბათ, ადამიანებიც აღარვიქნებოდით.. სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ამიტომ, დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასეეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ, რომ ზუსტად ამდროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან…

შენ თუ მზეგათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს,ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება.. და თუ შენ ხარ ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ახლაგულისტკივილს განიცდის რაღაცის გამო და დროებით სიბნელეში აღმოჩენილა, არ შეშინდე – ბნელსყოველთვის ნათელი ცვლის, “ჯვარცმას” – “აღდგომა”, ცრემლს – ღიმილი..

კომენტარი