სოციალურ ქსელში დაღუპული პოლიციელის ფოტო გავრცელდა

ერთ–ერთ სოციალურ ქსელზე იმ პოლიციელის ფოტო ქვეყნდება, რომელიც 26 მაისს რუსთაველის გამზირზე დაიღუპა.

"ფორუმ.ჯი"–ზე რეგისტრირებულმა ერთ–ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ინფორმაცია გადამოწმებულია და მსხვერპლს პირადად იცნობდა.

ჯერჯერობით არ სახელდება დაღუპული პოლიციელის ვინაობა, მათ შორის არც სოციალურ ქსელზე. პოსტში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ დაღუპულ პოლიციელს დათო ერქვა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელი რუსთაველის გამზირზე მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, მაშინ, როცა რამდენიმე მანქანისგან შემდგარმა ესკორტმა გაიტანა. სავარაუდოდ, ესკორტის მანქანები ნინო ბურჯანაძე, ბადრი ბიწაძეს და მათი დაცვის წევრებს ეკუთვნოდა.

"პოლიციის კორდონის გარღვევა რომ არ მოგვეხერხებინა, არავინ იცის, რა მოხდებოდა,“ აცხადებდა ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში."
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=3059&Itemid=1

შსს–ს ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა, შოთა უტიაშვილმა კი დილის 9 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "დაღუპულია პოლიციის ლეიტენანტი, ვლადიმირ მასურაშვილი. მისივე თქმით, დაღუპულია ასევე 54 წლის ყოფილი პოლიციელი, ნოდარ ცხადაძე, რომელიც, სავარაუდოდ, იმავე ავადსახსენებელი ესკორტის მსხვერპლი გახდა".

შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ დაშავებულია 37 ადამიანი, მათ შორის, 8 პოლიციელი და 1 ინტერნეტტელევიზია "აი.ტვ"–ს ოპერატორი. დაშავებული მოქალაქეებიდან ერთი ქალია.

კომენტარი