ღარიბაშვილი: მნიშვნელოვანია შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში

საქართველოს ექსპრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე შევარდნაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში. ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ,,ცივი ომის“ დასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში.
ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი