19 ქართველი დაშავდა თურქეთში ავარიის შედეგად

საქართველოს 19 მოქალაქე დაშავდა თურქეთში, ბოლუ-სტამბულის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. დაღუპულია ავტობუსის მძოლი, რომელიც თურქეთის მოქაალქეა.

ავტობუსის მძღოლმა, რომელიც თბილისიდან სტამბულის მიმართულებით მოძრაობდა, წინასწარი ინფორმაციით, საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა.

ავტობუსში 42 მგზავრი იმყოფებოდა, წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი ქართველია. ავარია ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა. მედიკოსების ინფრომაციით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარი