სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რატომ არ უნდა იჩქარო დასკვნების გამოტანა

ხანში შესული მამაკაცი 25 წლის შვილთან ერთად ავიდნენ მატარებელში. ახალგაზრდა ფანჯარასთან დაჯდა.

მატარებელი დაიძრა, მან ხელი ფანჯარაში გაყო, რომ ჰაერის ნაკადი შეეგრძნო და აღტაცებულმა დაიძახა:
- მამა, შეხედე, ხეები უკან მიდიან!

ხანში შესულმა მამაკაცმა გაუღიმა პასუხის ნაცვლად.
ახალგაზრდის გვერდით წყვილი იჯდა. შეწუხდნენ იმით, რომ 25 წლის მამაკაცი ბავშვივით იქცეოდა.

უცებ ახალგაზრდამ ისევ წაოიყვირა:
- მამა, შეხედე, ტბები, ცხოველები.. ღრუბლები მატარებელს მოყვებიან!

წყვილი უფრო მეტად იმით შეწუხდა, რომ ახალგაზრდის ქცევა საერთოდ არ აკვირვებდა მამას.

გაწვიმდა, და წვიმის წვეთები ხელზე ეცემოდა ახალგაზრდას.
იგი ისევ აივსო სიხარულით და თვალები დახუჭა, შემდეგ დაიძახა:
- მამა, წვიმს, წყალი მეხება! ხედავ?

წყვილს დახმარების სურვილი გაუჩნდა და ხანში შესულ მამაკაცს შესთავაზა:
- იცით ძალიან ბევრ კარგ ექიმს ვიცნობ, თუ გინდათ გირჩევთ ვისთან მიიყვანოთ კონსულტაციაზე?
მოხუცმა უპასუხა:
- ჩვენ სწორედ საავადმყოფოდან ვბრუნდებით. ჩემმა შვილმა დღეს ცხოვრებაში პირველად დაინახა სამყარო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100