სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სგი: droni.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

გთავაზობთ ამონარიდს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან.

„2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის
შედეგებთან შედარებით droni.ge-ზე შეიმჩნევა პოზიტიური ცვლილება სუბიექტთა გაშუქების ბალანსის დაცვის კუთხით. ვებგვერდზე აღარ ჩანს დადებით ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად კოალიცია „ქართული ოცნება“ (33%), პრემიერმინისტრი (22%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (21%) და მთავრობა (16%) გაშუქდა. სუბიექტების გაშუქებისას ჭარბობს დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (58%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (54%) გაშუქებისას (იხ. დიაგრამა 2), რაც განაპირობა იმან, რომ ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა ამ პარტიების მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო შეხვედრებსა და დაპირებებს.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში, გასულ წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, ვებგვერდზე შეიმჩნევა ცვლილებები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის, ასევე სუბიექტთა გაშუქების ბალანსის კუთხით. droni.ge-ზე აღარ გვხვდება შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ droni.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.“ - ნათქვამია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100