სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ძლიერი წვიმა და ელ-ჭექი 15 მაისამდე შენარჩუნდება

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ძლიერი წვიმა და ელ-ჭექი ხვალაც შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელ-ჭექით. თუმცა, ამის მიუხედავად ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში - 25 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში 29 გრადუსი, თბილისში 28 გრადუსი.
ნიორაძის განცხადებით, წვიმების შედეგად შესაძლოა, პატარა შენაკადები წყლის აივსოს, თუმცა წყალმოვარდნები მოსალოდნელი არ არის.
ამინდი საქართველოში 15 მაისიდან გაუმჯობესდება. მზიანი ამინდები 18 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება, თუმცა 17 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ შესაძლოა, ასევე იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა კი 15 მაისიდან საქართველოში საშუალოდ 27-32 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100