სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია RMG Gold-ის თნამშრომლების აქცია საყდრისში

დღეს, კომპანია RMG Gold-ის თნამშრომლებმა საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე აქცია გამართეს. კომპანიის 100-მდე დასაქმებული იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი“ კომიტეტის წევრებს კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეებმა საყდრისის საბადოზე სამუშაოების შეჩერება და სხვა და სხვა წრეების მხრიდან ამ თემით სპეკულირება გააპროტესტეს.

„ქართველმა მეცნიერებმა, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც დიდი მეცნიერები, დადეს დასკვნა, რის საფუძველზეც ყველაფერი უნდა გადაწყდეს, ისე, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. შეწყდეს ეს სპეკულაციები და მიეცეს საწარმოს სრულფასოვანი სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა“- ამბობს საწარმოში დასაქმებული ოთარ ყალაიჩიშვილი.

როგორც RMG Gold-ის თანამშრომლები აცხადებან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორჯერ მკაფიოდ დააფიქსირა რომ საყდრისი არ წარმოადგენს ოქროს უძველეს მაღაროს და კომპანიას უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა, მაგრამ სამწუხაროდ, ის ადამიანები იცავენ ე.წ. „მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს“, რომლებსაც არც კი უნახავთ საყდრისის ობიექტი და სხვა და სხვა ძალების საშუალებით მიზანმიმართულად სპეკულირებენ ამით.

„არავიზე ნაკლები ქვეყნის სიყვარული არ ვიცით, არავიზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ფასეულობების დაცვის უნარიც სხვებზე უკეთესი გაგვაჩნია. შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ეს ნაგავსაყრელი შეადარეს სვეტიცხოველს, რაც დიდი სირცხვილია!“ -აცხადებს კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი ნათია კაკავა.

„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები“ აქციების შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე საერთაშორისო ექსპერტები არ ჩაერთვებიან აღნიშნულ საკითხში.

კომიტეტის წევრები დღევანდელ აქციას კომპანიის ხემძღვანელობის მიერ მართულს უწოდებენ. სააგენტოს RMG Gold-ში განუცხადეს, რომ საწარმოს მენეჯმენტს დღევანდელ აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100