სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევში შეტაკების დროს ნაციონალური მოძრაობის წევრი დაიღუპა

კიევში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრია, აღნიშნულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გთავაზობთ გვერდის ადმინისტრატორის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას

„კიევში დაიყუპა დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში - უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირ ბიჭებს ქირაობენ. კიევში მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, შემრცხა რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავისი კაპიკ-კაპიტ ნაგროვები ფულით ჩავიდნენ კიევში და მატერიალურად ძალიან უჭირდათ.

დათო იყო „ნაციონალური მოძრობის“ წევრი, მაგრამ იქ არ ყოფილა პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისათვის. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში.

დათომდე ცოტა ხნით ადრე დაყუპული იური ვერბიცკი უკრაინული პრესის ცნობის საქართველოს დასაცავად იბძოდა აფხაზეთში. ყველას ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე. უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ “Грузины не сдаются” და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს. მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და ესეიგი უკრაინისთვის. დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ესეიგი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ესეიგი თავისუფლებისთვის!

დატოს შვილს, მამა ალბათ არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან განთავისუფლებული, თავისუფალი უკრაინისა და თავისყუფალი საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე. დატოს დაუპირეს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინაჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდანიდან ის გამარჯვებული წავიდა.“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100