"მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე ან ნებისმიერი ქვეყნის ექსპერტიზის წინ დავადასტურო ჩემი სიმართლე"

ვანო მერაბიშვილი მზად არის, მისი ციხიდან გაყვანის საკითხზე სიცრუის დეტექტორზე შეამოწმონ. ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე განაცხადა და სასამართლო დატოვა.
ვანო მერაბიშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პროკურატურა ამ ტესტს ჩაატარებს.
"მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე ან ნებისმიერი ქვეყნის ექსპერტიზის წინ დავადასტურო ჩემი სიმართლე. ვერც სოზარ სუბარი, ვერც ფარცხალაძე და ვერავინ გაბედავს სიცრუის დეტექტორზე დაჯდომას. მე ამისთვის მზად ვარ და იმედი მაქვს, პროკურატურა ამ ტესტს ჩაატარებს, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა არც ერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ეჭვი ეპარება", - განაცხადა მერაბიშვილმა.
პროცესი მოწმეთა დაკითხვის ეტაპით, ვანო მერაბიშვილის გარეშე გაგრძელდა.

კომენტარი