სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

როდესაც ვაანალიზებ ბოლო დღეების მოვლენებს, ვფიქრობ, ვხვდები რაშიც მდგომარეობდა მთავრობის, უფრო სწორად კი პირადად ივანიშვილის გეგმა.

პროკურატურამ დაინახა, რომ ქუთაისში მუდმივი ტარებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. საზოგადოებამ იცის, რომ სასამართლო სხდომების დროს, დღეში შვიდი საათი მიწევს მგზავრობა წინ და უკან.

ვფიქრობ, რომ ამიტომაც გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ ჩემი გატეხვა შეიძლებოდა. იმ ღამის დეტალები საზოგადოებამ უკვე იცის, ამიტომ ხელახლა აღარ მოვყვები. მთავარი კითხვა, რაც დამრჩა პროკურორთან საუბრის შემდეგ იყო ის, რატომ გადაწყვიტეს ჩემი „დაკაჩავება“ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე. ისინი წელიწადზე მეტია ხელისუფლებაში არიან და წესით, უკვე ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებაში საეჭვო არაფერია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ საქმეში საეჭვო და გამოსაძიებელი არაფერია. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მეორეხარისხოვანი გახდებოდა, მთავარი იმ მომენტში ემოციური ფონის შექმნა იქნებოდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ არც ციხის კადრები გამოუძიებია ვინმეს, და არც ამ საქმეში მთავარი დამნაშავეები დაუსჯია. ქვეყანაში შეიქმნებოდა დაახლოებით ისეთი ემოციური ფონი, როგორიც ციხის კადრების შემდეგ შეიქმნა.

ამ ფონზე მათთვის მარტივი იქნებოდა როგორც გიგი უგულავას, ისე გიგა ბოკერიას და სხვა ლიდერების დაპატიმრება და სააკაშვილისათვის ბრალის წაყენება. ამას კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პრაქტიკულად ერთადერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიის გაქრობა მოჰყვებოდა.

რატომ ახლა? ჯერ ერთი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეორეც იმიტომ, რომ რეჟიმი ფიქრობს, რომ სწორედ ახლა, ვილნიუსის სამიტის დასრულებიდან ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე აქვს ფანჯარა, რათა ივანიშვილის დავალება შეასრულოს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგუროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100