„სოფლის საჭიროებების კვლევის“ პრეზენტაცია

1 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN), რომლის ფასილიტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ ახორციელებს, მართავს „სოფლის საჭიროებების კვლევის“ პრეზენტაციას. ღონისძიების ფარგლებში მოხდება კვლევის შედეგების წარდგენა, რომელიც 2013 წლის ივნის–ივლისისში, საქართველოს 10 რეგიონში მდებარე 65 სოფელში ჩატარდა.

კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნა სტრუქტურირებული ანკეტა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1496-მა რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით. პრეზენტაციას დაესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მთელი საქართველოდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შესწავლა სხვადასხვა სერვისზე და იმ შესაძლებლობების და რესურსების აღწერა, რომელიც აქვს სოფლის მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში. აქცენტი გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:

1. სოფლის მოსახლეობის ოჯახის სტრუქტურის აღწერა

2. არსებული კერძო და სოფლისთვის საერთო ქონების შესწავლა

3. სოფლის მოსახლეობის ხარჯების და შემოსავლების შესწავლა

4. სოფლის მოსახლეობის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და სამოქალაო აქტივობის შეაფსება

5. მართლმსაჯულების განხორცილებეის გავრცელებული მოდელის აღწერა

6. სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულების იდენტიფიცირება სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ

7. ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურობის აღქმა სოფლის მოსახლეობის მიერ

8. მიგრაციული პროცესების შესწავლა.


კვლევა ორგანიზებული იყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ფასილიტაციით და „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭრით.

კომენტარი