ყიდულობს თუ არა დეპარდიე საქართველოში ვენახებს?

საქართველოში რუსეთის მოქალაქე, ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს უცნაურმა სტუმრობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია(მან დაარღვია კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რადგან გასულ ზაფხულს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა).

ოფიციალური ვერსიით, დეპარდიე თბილისის გავლით ბაქოში მიფრინავდა და საქართველოს დედაქალაქში მხოლოდ შემოისეირნა. თუმცა როგორც "ყველა სიახლეს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ფრანგი მსახიობის ვიზიტს უფრო კონკრეტული მიზეზი ჰქონდა. როგოც "ყველა სიახლეს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ჟერარ დეპარდიე საქართველოში ბიზნესინეტერესების გამო ჩამოვიდა, კერძოდ, მან რუსეთში შეიტყო, რომ საქართველოში კარგი ჯიშის ყურძენი და ღვინის უამრავი სახეობა აქვთ. მანამდე მსახიობი აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც ვენახები დაათვალიერებინეს, მაგრამ არც ერთი არ მოეწონა. რაც შეეხება საქართველოში მის ვიზიტს - სარწმუნო წყაროს ცნობით, დეპარდიეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ჰქონდა გარანტია, რომ ქვეყანაში შემოსვლისას მას პრობლემები არ შეექმნებოდა. მსახიობს მეგზურობას 3 რუსი და 2 ქართველი უწევდა. დაგეგმილი იყო მისი სტუმრობა კახეთში, თბილისში ჩამოსულმა დეპარდიემ ქალაქში გასეირნება მოინდომა. შემდეგ ის რესტორან "პურის სახლში" მიიყვანეს, სადაც ყველა სახეობის ქართული ღვინო გაასინჯეს, აქედან მსახიობი კახეთში უნდა გამგზავრებულიყო. თუმცა ინფორმირებული წყაროს ცნობით, ბოლო მომენტში მას ურჩიეს, რომ თბილისი დაეტოვებინა, რათა მედიაში მის ვიზიტთან დაკავშირებით (განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მას დარღვეული ჰქონდა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ") აჟიოტაჟი არ ამტყდარიყო.

კომენტარი