სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრაზები წარმატებული ადამიანის ჩანაწერებიდან

უნიჭოდ აღებული ყალბი ნოტი - შეცდომაა, ხოლო თავდაჯერებულად აღებული ყალბი ნოტი ეს უკვე იმპროვიზაციაა.

როდესაც დავიწყებთ იმის დაფასებას რაც უკვე გვაქვს და არ გავატარებთ ცხოვრებას იდეალების ძებნაში, მაშინ ჭეშმარიტად ბედნიერები გავხდებით.

მაღალი ხარისხის ღვინო წლებთან ერთად უკეთესი ხდება, უხარისხო ძმარდება, ზუსტად ასე არიან ადამიანებიც.

ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ხდება უკეთესობისთვის. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩიხში ვართ, არ გამოვიდა, არ მოხდა, სინამდვილეში კი ეს ჩიხი კი არა მხოლოდ და მხოლოდ მკვეთრი მოსახვევია, ცხოვრების დასასრული კი არა ახალი დასაწყისია.

როდესაც გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა განწყობილი, გაიხსენეთ, რომ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ფრინდება.

მთელს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი წამი არსებობს. წამი რომელიც ახლა დგას, სწორედ ეს წამი გახლავთ ყველაზე ფასდაუდებელი განძი.

როდესაც ვეხმარებით სხვებს, ამ დროს ჩვენ ვეხმარებით საკუთარ თავს.

ცხოვრება წამია. მას ვერ დაწერ შავ ფურცელზე და მერე სუფთად ვერ გადაწერ.

გსურთ წარმატება, თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ ისე ვითომ წარმატება უკვე გაქვთ.

ოდესღაც მე მიყვარდა ზაფხული, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თუ ფული გაქვს, მაშინ ზაფხული წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გქონდეს, ხოდა ახლა მე მიყვარს ფული.

ფიზიკის ყველა კანონის საწინააღმდეგოდ რაც უფრო მძიმეა საფულე მით უფრო მსუბუქია მასთან ყოფნა.

შრომისმოყვარე ადამიანს კვირაში შვიდი „დღეს“ აქვს, ზარმაცს კი შვიდი „ხვალ“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100