სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქ ძალიან ბევრი მილიარდერი ცხოვრობს

გთაზავობთ მსოფლიოს იმ ქვეყნების ტოპ ათეულს სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

10. კანადა - ამ ქვეყანაში 40 მილიარდელი ცხოვრობს, რომელთა საერთო შემოსავალი 105 მილიარდი დოლარია, რაც ქვეყნის საერთო შემოსავლის 0.8%-ია.

9. ბრაზილია -ეს გახლავთ ერთადერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, რომელიც პირველ ათეულშია წარმოდგენილი.მილიარდელთა საერთო რაოდენობა 49 კაცია, მათი საერთო ქონება $300 მილიარდია, რაც მთლიანად მოსახლეობის შემოსავლის 3.5%-ია.

8. შვეიცარია - ამ პატარა, ტერიტორიულად საქართველოს ტოლ ქვეყანაში 57 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება$125 მილიარდია.

7. ჰონკონგი - ამ ქვეყანაში, რომელიც ფორმალურად ჩინეთს მიეკუთვნება 64 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 190 მილიარდი დოლარია, რაც საერთო ქვეყნის შემოსავლის 2%-ია.

6. რუსეთი - ერთადერთი ყოფილი სოციალისტური ბანაკის წარმომადგენელი ქვეყანა, რომელიც პირველ ათეულშია შესული. აქ 97 მილიარდელის საერთო ქონება $380 მილიარდია, რაც რუსეთის მოსახლეობის საერთო შემოსავლის 8.5%-ია.

5. ინდოეთი - ამ ქვეყანაში 109 მილიარდელი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო შემოსავალი 190 მილიარდი დოლარია, ანუ საშუალოდ 1 მილიარდის მფლობელები არიან, საერთო ხვედრითი წილი კი 1.4%-ია.

4.გერმანია - სულ ამ ქვეყანაში 137 მილიარდელი ცხოვრობს $550 მილიარდი ქონებით, რაც საერთო შემოსავლის 1%-ია.

3. დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებულ სამეფოში 140 მილიარდელი ცხოვრობს, სამით მეტი ვიდრე გერმანიაში, მაგრამ საერთო ქონებით ჩამორჩებიან მათ-430 მილიარდი დოლარი. საერთო ქონების 1.3% მათი წილია.

2. ჩინეთი - ამ ქვეყანაში 147 მილიარდელი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო შემოსავალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანელ და ბრიტანელ მილიარდელებს-$380 მილიარდი. საერთო ქვეყნის შემოსავლის 1.3% მათია.

1. .. - შეერთებული შტატები ერთპიროვნულად ლიდერობს ყველა ასპექტში, ამ ქვეყანაში 480 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 2.05 ტრილიონი დოლარია, ხოლო მათი ხვედრითი წილი ქვეყნის საერთო შემოსავალში სულ რაღაც 0.9%-ია.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედამიწაზე არსებობს ქვეყანა სადაც მოსახლეობის 100% მილიარდერია. ზიმბაბვე ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომლის ფულის კუპიურებზე აღნიშნულია 200 000, 500 000, 10 000 000 000 და მრავალი სხვა უმსხვილესი კუპიურები, რომლებსაც სურათებში იხილავთ. ამ ქვეყანაში ყველაზე იაფი ტუალეტის ქაღალდი 278 000 ზიმბამბვური დოლარი ღირს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100