სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრთხილად! სადარბაზოში მშიერი დათვია...

ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ მშიერი დათვი მოეკლათ, რომელიც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეიჭრა.

„ მხეცი ხმამაღლა ღრიალებდა და შენობის ბინადრებს აშინებდა, რომლებმაც სამართალდამცავები გამოიძახეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ სართულებზე მოსეირნე დათვი აღმოაჩინა, რომელიც მზად იყო, ხელსაყრელ მომენტში მსხვერპლს თავს დასხმოდა.“ – განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

სამართალდამცავების თქმით, მათ არ ჰქონდათ ცხოველის დაძინების საშუალება. სწორედ ამიტომ, პოლიციელებმა მხეცის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა გაქცეოდნენ დრამატულ დასასრულს. დათვის სხეული ექსპერტიზაზე გადაიტანეს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ცხოველი დაახლოებით ერთი წლის იყო.

შესაბამისმა ორგანოებმა გადაწყვიტეს ბაქტერიული გამოკვლევის ჩატარება და იმის დადგენა, იყო თუ არა მხეცი ინფიცირებული. სპეციალისტების განცხადებით, ჯანმრთელი ცხოველი ადამიანს ასე არასდროს მიუახლოვდება. ამასთანავე დასძინეს, რომ დათვის ქმედება ძლიერი შიმშილის გრძნობითაც შეიძლება აიხსნას. გაირკვა, რომ დასახლებულ პუნქტში გამოჩენამდე, მხეცი რამდენიმე დღის მშიერი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100