სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით საყვარელიძე „ლა ტრუფეში“ მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს

"ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტზე დავით საყვარელიძე პირველ კომენტარს აკეთებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა "ლა ტრუფეში" მომხარი ინციდენტის დეტალები "პირველ რადიოსთან" საუბარში გაიხსენა.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, მისი დაკითხვა გუშინ გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლში მოხდა, რადგან მას მედიკოსებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.
"გამომძიებლებს აინტერესებდათ, ზოგადად, იმ დღეს მიზეზი, თუ რის გამო დაიწყო ჩხუბი. ვინ მონაწილეობდა ამ ჩხუბში, რომელ საათზე დაიწყო და ასე შემდეგ. ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გავეცი... იმ საღამოს იყო რამდენიმე ახალგაზრდა, ნასვამ მდგომარეობაში და აგრესიულად განწყობილი. მეც და გიორგი ვაშაძეც ვეცადეთ, რომ გვეთხოვა მათთვის და განგვემუხტა სიტუაცია, დაეტოვებინათ რესტორანი, მაგრამ საპასუხოდ მივიღეთ რაც მოხდა...ძალიან უსიამოვნო ფაქტია, საბოლოო ჯამში, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რასაც ხელისუფლება ამდენი ხანია ნერგავს, ცეცხლზე ნავთს ასახავს და გუშინდელი ადამიანის უფლებათა კომიტეტის ე.წ. დამცველის, სხვას ვერაფერის ვერ დავარქმევ, ბესელიას განცხადებას, იყო კიდევ ერთხელ იმ რიტორიკის გამეორება რისი ხელშეწყობა და წახალისებაც ხდება. ჩემს ტვინის შერყევასაც და ცხვირსაც ეშველება და გიორგის თავსაც, მაგრამ ამ ყველაფერმა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს," - განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100