ვინ გაარემონტებს თბილისის პარლამენტის შენობას?

მომავალი კვირიდან თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები იწყება. პარლამენტს შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ორნამენტი" გაარემონტებს , რომელმაც სატენდერო პირობების გათვალისწინებით, სამუშაოები რემონტის დაწყებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შპს "ორნამენტთან" დამატებითი რეგულაციებისთვის დასაზუსტებელია რამდენიმე საკითხი, რაც 12 აპრილამდე მოხდება და ორშაბათიდან რემონტიც დაიწყება. მისივე ცნობით, ახლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე და პარლამენტის c - კორპუსის საძირკვლის გამაგრებით სამუშაოებზე. გასულ კვირას გამოცხადდა ტენდერი დარბაზების რეკონსტრუქციის საკითხზე. პარლამენტის სასესიო დარბაზის, პირველი რესპუბლიკის სახელობის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზებისა და კინოდარბაზის რეკონსტრუქციისათვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

კომენტარი