ვალენტინობის აქცია ბანკ “რესპბუბლიკა” ჯგუფი სოსიეტე ჟენერალისგან

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით საყვარელი ადამიანებისთვის და სახლისთვის საჩუქრების შესაძენად ბანკი „რესპუბლიკა“ მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ 0%–იან განვადების აქციებს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის, სათხილამურო ატრიბუტების, საიუველირო ნაწარმის, სუნამოების და სხვა მაღაზიებში 13, 14 და 15 თებერვალს, თქვენ გელით განსაკუთრებული განვადების პირობები!

აქციის ფარგლებში თბილისის ქუჩებში (აბაშიძე, ჭავჭავაძე, ტაბიძე, შარდენი) ივლიან აკორდეონისტები, რომლებიც შეასრულებენ ფრანგულ სასიყვარულო ბალადებს; ასევე ივლიან პანტომიმის მსახიობები, რომლებიც წყვილებს აჩუქებენ გულის ფორმის ბუშტებს და სპეციალურად ვალენტინობისთვის დამზადებულ ჩარჩოებში ფოტოგრაფები გადაიღებენ წყვილების ფოტოებს.

აღნიშნული ფოტოები განთავსდება Facebook-ზე ბანკ „რესპუბლიკის“ განვადებების გვერდზე YourRepublic, სადაც ყველაზე მეტი “Like”–ის მიმღებს საჩუქრად გადაეცემა შაბათ–კვირის საგზური სასტუმრო ROOMS–ყაზბეგში.

Facebook-ზე ბანკ „რესპუბლიკის“ განვადებების გვერდზე YourRepublic ვალენტინობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო შეჯიბრი ტარდება: სასიყვარულო წერილები. აქაც, გამარჯვებულები “Like”–ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან და მოიგებენ სპეციალურ პრიზებს: iPod nano–ს და საგზურს სასტუმროში ROOMS- ყაზბეგი.

აუცილებლად ეწვიეთ ბანკ „რესპუბლიკის“ განვადებების გვერდს Facebook-ზე YourRepublic, მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის ორგანიზებულ კონკურსებში მოიგეთ პრიზები.

კომენტარი