მსოფლიო ბანკმა საქართველოს 45 მილიონი დოლარი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, 45 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი დაფინანსება გამოუყო.
დფჯდსფჯსდკლფჯსდ
აღნიშნული დაფინანსება საქართველოს მთავრობამ მუნიციპალური სამსახურებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის, ასევე შერჩეული ქალაქებისთვის სტრატეგიული განვითარების გეგმების შესამუშავებლად მოითხოვა.
დფჯდსფჯსდკლფჯსდ
რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 2008 წელს, აგვისტოს კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესამცირებლად მომზადდა. პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ, 2008 წლის 2 ოქტომბერს დამტკიცდა. დამატებითი დაფინანსება მოიცავს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის 33.5 მილიონ აშშ დოლარიან სესხს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტს 11.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
დფჯდსფჯსდკლფჯსდ
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს პროექტი ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს, რაც გამოიხატება – ადგილობრივი გზების აღდგენით, სასმელი წყლის უზრუნველყოფით და სანიტარული პირობების გაუმჯობესებით. ევროკავშირის თანადაფინანსებით გაგრძელდება ინფრასტრუქტურის აღდგენა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
დფჯდსფჯსდკლფჯსდ
დღეისათვის საქართველოში მსოფლიო ბანკის საკრედიტო პორტფელი შედგება 469 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 12 მოქმედი საინვესტიციო პროექტისაგან. დამატებით, 2010 წლის ივლისში, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ განვითარების პოლიტიკის ღონისძიების (DPO2) ფარგლებში 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, რიგით მეორე პროექტი დაამტკიცა.

კომენტარი