ინტერნეტდამოკიდებულებს ფეხსაცმლითაც ამოიცნობთ: კედები სოცქსელების მოყვარულთათვის

«Keds. Social media» - ასე ჰქვია ფეხსაცმლების ახალ კოლექციას, რომელიც შექმნისთანავე გახდა პოპულარული და რომელიც ცნობილმა გრაფიკულმა დიზაინერმა, ფოტოგრაფმა და მარკეტოლოგმა ლუმენ ბიგოტმა შეიმუშავა და წარმოადგინა.

ეს კოლექცია, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდა თაობისთვისაა განკუთვნილი, რომლის წარმომადგენლებსაც უკვე ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გარეშე. მათთვის არჩევანი დიდია, რადგან კოლექციაში შედის Facebook, Twitter, Google, WikiPedia, Flickr და YouTube, თუმცა, საქმე ის გახლავთ, რომ ჯერჯერობით ეს კოლექცია მხოლოდ წარმოდგენილია და მისი გავრცელება სულ ცოტა ხანში დაიწყება.

კომენტარი