სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Volkswagen და Suzuki ერთად მუშაობასა და თანამშრომლობას „სწავლობენ“

იაპონური ავტომწარმოებელი Suzuki, გერმანულ კორპორაცია Volkswagen-ი და იტალიური ავტოკონცერნი Fiat-ი თანამშრომლობის მორიგ ეტაპზე გადადიან.

Suzuki-ს აღმასრულებელი დირექტორი იასუტო ხარიამა აღნიშნავს, რომ Suzuki-სა და Fiat-ის თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს მოიცავს, თუმცა, სამომავლოდ, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ორივე კომპანიისათვის მომგებიანი იქნება.

იაპონური ავტომწარმოებლის ხელმძღვანელის განმარტებით, Suzuki–სა და Volkswagen–ის თანამშრომლობა კი, ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის დეკემბერში, Volkswagen–მა Suzuki–ის აქციათა 19 %-ი შეიძინა. იასუტო ხარიამა აცხადებს, რომ Volkswagen–იც და Suzuki–იც ერთმანეთისაგან განსხვევებული კომპანიები იყო და ეხლა საჭიროა, რომ მათ ერთად მუშაობა და თანამშრომლობა „ისწავლონ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100