HSBC ქართულ ბაზარს ტოვებს?

ბრიტანული “ეიჩ ეს ბი სი” შესაძლოა საქართველოდან გავიდეს. “კომერსანტის” წყარო ამის მიზეზად ბაზრის სიმცირეს ასახელებს. თუმცა, თავად ბანკში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ვლადიმერ რობაქიძის განმარტებით, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

“ეიჩ ეს ბი სი” საქართველოში 2008 წელს შემოვიდა. ის კორპორატიულ სეგენტზე მოღვაწეობს და ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს სთავაზობს კორპორატიულ, საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისა და სახაზინო მომსახურებას. 2011 წლის პირველ კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკის წმინდა მოგება მილიონ 200 ათას ლარს აჭარბებდა. “ეიჩ ესი ბი სი” საქართველოში პირველი ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების მთავარი მხარდამჭერი იყო.

კომენტარი