სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევში პარკინგის ფასი 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ღირს

კიევში პარკინგის ფასი უჩვეულოდ გაიზარდა. იქ ერთი კვადრატული მეტრი ფართობის პარკინგის ფასი, ერთი კვ.მ საცხოვრებელი ფართის ღირებულების ტოლია. პარკირების ადგილის შეძენა კი ავტომობილის საშუალო ფასადაა შესაძლებელი. ქვეყნის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ეს მომსახურების ამ სფეროზე მოთხოვნის გაზრდითაა განპირობებული. ქალაქის მუნიციპალურ სამსახურში კი განმარტავენ, რომ კიევში მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობაა დაგეგმილი, ქვეყნის ბიუჯეტს კი შესაბამისი თანხები არ გააჩნია, ამის გამო გადავწყვიტეთ პარკინგის ფასი მაქსიმალურად გავზარდოთ. „საბიუჯეტო თანხებით ასეთი პარკინგების აგება არარეალურია. ამიტომ მივედით დასკვნამდე, რომ ყველაზე რეალური მიმართულება ამ პრობლემის გადაწყვეტაში ისაა, რომ კიდევ 5–10 წელიწადი პარკირება მეორეხარისხოვან ზოლებში მოეწყოს ბიზნეს–ცენტრების, გასართობი დაწესებულებების და მეტროსადგურების სიახლოვეს. აუცილებელია ღამის ავტოსადგომების მოწყობა მიკრორაიონებში“ – განმარტავენ კიევის მუნიციპალურ სამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100