სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბია დიეტაზეა?!

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიას საკვები პროდუქტებისა და წყლის უკმარისობა ემუქრება. აღნიშნული ინფორმაცია, ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, აბდალ მაგიდ ალ–გაუდმა გაავრცელა. ლიბიაში კრიზისის გამწვავებას, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებიც აღნიშნავენ. მიუხედავად ამისა, მათ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ იმის შესახებ, აპირებს თუ არა მუამარ კადაფი ქვეყნის დატოვებას.

„დროა მოსავალი ავიღოთ, მაგრამ მხოლოდ 20 პროცენტია აღებული, რადგან ქვეყანაში შესაბამისი პირობები არ არის“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 3-4 წელიწადში, ქვეყანა შიმშილის ზღვარზე მივა. „მილიონი ტონა ხორბლის იმპორტი მოგვიწევს, თუმცა გაეროს ემბარგოს გამო, ჩვენ სერიოზულ კრიზისთან ბრძოლა გველის“. – დასძინა ბატონმა ალ–გაუდმა. ამასთანავე, ლიბიელებს წყლის უკმარისობაც ელით. მიწისქვეშა წყლების გამოდინება, ქვეყანაში საბრძოლო ვითარების შექმნისთანავე შეწყდა.

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების ცნობით, ლიბია საწვავის უკმარისობასაც განიცდის. გავრცელებული ცნობით, აჯანყებულებმა მილსადენის აფეთქება შეძლეს, რომელიც ლიბიის უმსხვილეს საწვავგადამამუშავებელ ქარხანას უერთდებოდა. მიმდინარე თვეს კი საწვავის მარაგი საბოლოოდ ამოიწურება ტრიპოლში. ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ კადაფის რეჟიმს უახლოეს მომავალში, ფინანსური პრობლემებიც შეექმნება – გასულ კვირას, თურქეთმა, ლიბიის მმართელობას მრავალმილიონიანი საბამკო ანგარიში გაუყინა.

ამერიკის დაზვერვა თვლის, რომ უახლოეს მომავალში, ლიბიის კონფლიქტის გარდამტეხი ეტაპი დადგება. ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ, რომ მათ არ შეუძლიათ, ლიბიის ლიდერის სამომავლო გეგმების განსაზღვრა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუამარ კადაფი თანამდებობის დატოვებას აპირებს. ჯერჯერობით კი იგი მყარად დგას პოზიციებზე და დათმობაც არ შედის მის სამომავლო გეგმებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100