სენაკში ახალი ქარხანა აშენდება - ცეზარ ჩოჩელის საინვესტიციო გეგმების კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი

სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4“ სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება. ქართული და ჩინური მხარის მიერ დაგეგმილ ფართომასშტაბიან და უპრეცედენტო პროექტს ხელი 24 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi - ში მოეწერება.

პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება. ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი ორიენტირებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ.


კომენტარი